გასული თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი ცდილობდნენ და კვლავ ცდილობენ რუს კოლეგებთან, სერგეი შოიგუსთან და ვალერი გერასიმოვთან დაკავშირებას, თუმცა რუსეთის მხარე კონტაქტზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ გააკეთა განცხადება.
„ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ აშშ-სა და რუსეთის თავდაცვის ლიდერებს შორის ჩართულობა ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – თქვა კირბიმ.
აშშ-ის და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ბოლოს მიმდინარე წლის 18 თებერვალს, გენშტაბის ხელმძღვანელებმა კი 11 თებერვალს ისაუბრეს.
პესკოვი შოიგუზე: ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მედიასთან აქტიურობის დრო არ არის