LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენტჰაუსი შუა ნიუ-იორკში – სტუმრად ბელა ჰადიდიდსთან

188
safe-image

ორი საძინებელი, ორი სააბაზანო ოთახი, მოხერხებული სამზარეულო, უზარმაზარი ტანსაცმლის ოთახი და დიდი ტერასა საოცარი ხედით ნიუ-იორკზე – სახლი, რომელზეც ნებისმიერი ქალბატონი იოცნებებს. ამჯერად სტუმრად 23 წლის მოდელის, ბელა ჰადიდის სახლში ვიმყოფებით.

როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, ჰადიდიმ პენტჰაუსი ჰოლივუდური ბიუჯეტის ფონზე, საკმაოდ იაფად, 6,1 მილიონ დოლარად შეიძინა. მან სახლი The Weeknd-თან მორიგი განშორების შემდეგ იყიდა. პენტჰაუსი ახალი გარემონტებულია და იქ ყველაფერია კომფორტისთვის.

სხვათა შირის, სახლი ბელას დის,  ჯიჯი ჰადიდის სახლიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალზე მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები