LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

People 50 წლისაა – საკულტო ჟურნალმა ორი საიუბილეო ვარსკვლავური გარეკანი წარადგინა

142
Untitled design (3)

1974 წლის 4 მარტს, საგაზეთო სტენდებზე ახალი ამერიკული ჟურნალი – People გამოჩნდა. ექსკლუზიურმა მასალებმა ცნობილი პიროვნებების შესახებ, საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო. მას შემდეგ, გამოცემის ყოველკვირეული ნომრები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ავტორიტეტული ჟურნალის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დახლებზე უკვე გამოჩნდა დაბადების დღის აღსანიშნავი სპეციალური ნომერი, რომელსაც ორი განსხვავებული გარეკანი აქვს.

გამოცემის საიუბილეო ნომრის სახეებად ის ვარსკვლავები გადაიღეს, რომელთაც ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ტიტულით თუ მნიშვნელობით მისი ყდა დაამშვენეს.

11 სელებრითი, რომლებიც პროექტში მონაწილეობას უსიტყვოდ დათანხმდა, არიან: ჯენიფერ ენისტონი, მეთიუ მაკკონეჰი, მაიკლ ჯეი ფოქსი, ვაიოლა დევისი, ნიკოლ კიდმანი, დრიუ ბერიმორი, რიზ უიზერსპუნი, დუეინ ჯონსონი, ოპრა უინფრი, სერენა უილიამსი და ჯონ ლეჯენდი.

ციფრული გარეკანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები