LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეპე: „საქართველოსთან თამაშში არავითარ შემთხვევაში მივცემთ თავს მოშვების უფლებას, ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, გვინდა ყოველ მატჩში უკეთესობისკენ ვისწრაფოთ და ასე იქნება საქართველოსთანაც“

197
BeFunky-collage - 2024-06-23T122333.309

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი 26 ივნისს შედგება.

თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე პორტუგალიის გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა, პეპემ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„თურქეთთან კარგად ვითამაშეთ, შევასრულეთ რობერტო მარტინესის ყველა მითითება. ვიცოდით, რომ სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იქნებოდა, თამაში კი რთული, მაგრამ დღეს ჩვენი ოჯახებისა და გულშემატკივრებისთვის ვიბრძოდით.

საქართველოსთან თამაშში არავითარ შემთხვევაში მივცემთ თავს მოშვების უფლებას. ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გვსურს ასე გავაგრძელოთ. გვინდა ყოველ მატჩში უკეთესობისკენ ვისწრაფოთ და ასე იქნება საქართველოსთანაც,“ – თქვა პეპემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ამავე თემაზე:

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი: „ჩეხებთან მოგების შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ, ამავე დროს, ევრო 2024-ზე პირველი ქულა მოვიპოვეთ..რა ვუთხარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ ლობჟანიძეს? ვერ წარმოვიდგენ, იმ მომენტში რას გრძნობდა…“

UEFA EURO 2024 გიორგი მამარდაშვილს პოსტს უძღვნის: „რა თამაში“

გიორგი მამარდაშვილი: რთული თამაში გამოვიდა, სასიამოვნო 1 ქულა ავიღეთ ბრძოლაში და თავგანწირვაში, შეგვეძლო მოგებაც, ამ მომენტზე გული მწყდება მაგრამ ფეხბურთია, ყველაფერი ხდება

ხვიჩა კვარაცხელია: სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია…რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია

„შედეგი საკმარისი არ არის, ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ ხელი შეგვიშალა“ – ჩეხეთის ნაკრების თავდამსხმელი

ვიდეო: „მადლობა გერმანიაში ჩამოსვლისთვის…კარგად ვითამაშეთ“ – გიორგი მიქაუტაძე

ვიდეო: „ვისურვებდი, რომ შემდეგ თამაშზე სტადიონი უფრო გახარებულებმა დავტოვოთ“ – ზურიკო დავითაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობს და ყველა სწრაფია ნაკრებში“ – რას წერს ზაზა კოშკაძე

ვიდეო: „არ იტირო, შენ მაგარი მამიკო გყავს…“ – ბუდუ ზივზივაძის და მისი შვილის ემოციური კადრები სტადიონიდან

ირაკლი კობახიძე: „ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! 26 ჩვენი დღეა, მადლობა ბიჭებს!“

კახა კალაძე: „საქართველო, არ გაჩერდე!“

ვიდეო: „სუპერ პრეზიდენტი“, „აუ რა საყვარელია“, „როგორ უხარია“ – როგორ გულშემატკივრობდა სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ნაკრებს

ბუდუ ზივზივაძის მამა: „იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან..წინ საქართველო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები