,,პეპსიმ” ,,სუპერბოულისთვის” ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო. საინტერესოა, რომ პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელის კომერციული რეკლამისთვის კომპანიამ არჩევანი ისეთ ვარსკვლავებზე შეაჩერა, როგორებიც: სტივ კარელი, ლილ ჯონი და ქარდი ბი არიან.
აღსანიშნავია, რომ კლიპში ტრიო ,,პეპსის” უპირატესობაზე მიანიშნებს.
More Than OK – სწორედ ამ სლოგანით ვიდეო ქსელში გუშინ გამოქვეყნდა.
https://www.youtube.com/watch?v=9sYElEbRzKA
შეგახსენებთ, რომ ,,სუპერბოული” 3 თებერვალს, Mercedes-Benz-ის სტადიონზე, ატლანტაში გაიმართება. ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად Maroon 5, ტრევის სკოტი და ბიგ ბოი გააფორმებენ. ცნობილია, რომ სცენაზე გლედის ნაიტსაც ვიხილავთ, რომელიც ,,ვარსკვლავებით მოჭედილ დროშას” შეასრულებს.