LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერის ჰილტონი მუსიკალურ კარიერას უბრუნდება (ფოტო)

Paris-Hilton-press-photo-2018-a-billboard-1548

13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პერის ჰილტონმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Paris გამოუშვა. ,,ფორტუნა პლუსის” მსმენელს ალბათ გახსოვთ სინგლები: Stars Are Blind და Nothing in This World, რომლებიც 2006 წლის ზაფხულის აბსოლუტურ ჰიტებად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის ვარსკვლავი პერიოდულად ახალ სიმღერებს გვთავაზობდა, სერიოზული წარმატებისთვის მაინც არც ერთს მიუღწევია.

გაირკვა, რომ ამერიკელი სელებრითი ახალ მუსიკაზე მუშაობს, რისთვისაც ის სტუდიაში დაბრუნდა. ინფორმაცია სიახლის შესახებ, თავად ქერათმიანმა ლამაზმანმა ,,ტვიტერით” გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს პერის ჰილტონმა მეორე სტუდიურ ალბომზე მუშაობის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა ფირფიტამ დღის სინათლე ვერ იხილა. კონრად ჰილტონის შვილთაშვილის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ სასტუმროებისა და კურორტების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელის მემკვიდრე, ამჯერად პირობას შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები