LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, რომ არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, ფაქტებით მანიპულირების მცდელობა და სიცრუეა“ – „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ 

114
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, სადაც მიუთითებენ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1-ელი მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია“, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას“, – ამის შესახებ ნათქვამია „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მათ მიერ არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და თითქოსდა პროფესიულ კავშირს აქვს მცდელობა, მიზანმიმართულად შელახოს რომელიმე უწყების რეპუტაცია, არის ფაქტებით მანიპულირება და სიცრუე:

„გვსურს გამოვეხმაუროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული უწყებიდან პირის გათავისუფლების შესახებ „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ მიერ თითქოსდა გავრცელდა დეზინფორმაცია. პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება, სადაც მიუთითებენ რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1-ელი მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია“, წარმოადგენს ფაქტებით მანიპულირების მცდელობას, რადგან ისინი აღნიშნავენ, რომ მათგან არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, თუმცა არ საუბრობენ იმ დასაქმებულების გათავისუფლებაზე, რომლებიც ამ სტატუსს მიღმა არიან.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კავშირის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებულ პირთა მომართვიანობის საფუძველზე წარმოებულ სტატისტიკას და იმ საჯარო უწყებების ჩამონათვალს, საიდანაც ისინი გათავისუფლდნენ. ამ პირებში მოიაზრებიან როგორც საჯარო მოხელის სტატუსის მქონე, ისე სტატუსს მიღმა პირები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ სხვადასხვა საჯარო უწყებებში. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მათ მიერ არ გათავისუფლებულა საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი და თითქოსდა ჩვენს პროფესიულ კავშირს აქვს მცდელობა, მიზანმიმართულად შელახოს რომელიმე უწყების რეპუტაცია, არის ფაქტებით მანიპულირება და სიცრუე, რადგან მათი მხრიდან მოხდა პირთა გათავისუფლება, რაზეც მეტყველებს როგორც ჩვენთან მომართვიანობა, ისე არაერთი ორგანიზაციისა და საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„ჩვენს განთავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატული პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ!“ – 3 საჯარო მოხელე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 3 თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე საუბრობს.

კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს საჯარო მოსამსახურეებს. შესაბამისად, უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების ფარგლებში დასაქმებულ მოსამსახურეთა სამართლებრივ დახმარებას. აქვე გაცნობებთ, რომ ორგანიზაცია ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას ახალი სტატისტიკის, უწყებების ჩამონათვალისა და შემდგომში სასამართლო პროცესების თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

186-მდე გაიზარდა საგარეოს თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

186-მდე გაიზარდა საგარეოს თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

magti 5g