LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატი: იმედი მაქვს, 1-ელი მარტიდან მთელ საქართველოში გაზაფხულდება, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული

91
თამარ ალფაიძე

„იმედი მაქვს, რომ  1-ლი მარტიდან მთელ საქართველოში გაზაფხულდებ, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული­“, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, თამარ ალფაიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა განაცხადა.

თამარ ალფაიძეის შეფასებით, ეს სფერო ბევრი გამოწვევის წინაშეა.

„იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, თუმცა, იმის იმედი უფრო მაქვს, რომ ინსტიტუციურ საკითხს უფრო დავალაგებ მომავალში და გაზაფხულდება 1-ლი მარტიდან. მე იმედი მაქვს, რომ გაზაფხულდება 1-ლი მარტიდან მთელ საქართველოში, აღარ იქნება სიძულვილის ენა და იქნება ბევრი სიყვარული.

ჩვენ ქართველები ვართ, საქართველო ვართ და უნდა ვაჩვენოთ მთელ ევროპას, როგორ შეგვიძლია თუნდაც GDPR-თან დაკავშირებით ისეთი გამოწვევები შევასრულოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითი მათთვის, ჩვენი პრეცედენტების საფუძველზე მიიღონ სხვებმა გადაწყვეტილება. ვიცი, რომ ეს შეგვიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად, ერთმანეთთან დგომით, ერთმანეთის პატივისცემით უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა თამარ ალფაიძემ.

მისი აზრით, სიტყვა „პატივი“ კონსტიტუციიდან გაქრა, ამიტომ ყველას ღირსება ხელშეუვალია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა აღნიშნა, „კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლები იმდენად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რომ ძალიან რთული ხდება ინტიმური დაცული სფეროს განსაზღვრა ზოგადად, რა ხდება და რისი დაცვა გვჭირდება.“

ალფაიძის შეფასებით, ამიტომ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ბევრი პრეცედენტიც შეიქმნება საქართველოში, რომელიც ამ საკითხებს გადაჭრის.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, ეცნობოდა თუ არა ის ინსპექტორის სამსახურის ანგარიშებს, რა დროსაც აღნიშნა, რომ განსაკუთრებული კითხვის მეთოდი აქვს და ანგარიშებს ძალიან სწრაფად ეცნობა.

„მაქვს განსაკუთრებული კითხვის მეთოდი – დიაგონალური კითხვის, დოკუმენტს ვეცნობი ძალიან სწრაფად. ეს, ალბათ, ბევრი კითხვიდან გამომდინარეობს. რომ გადავხედე ანგარიშებს, ტექსტუალური კონტენტი ყველგან ერთია. იმ ანგარიშებში განსხვავება მხოლოდ სტატისტიკებშია, მომართვიანობის, ინსპექტირების, გადაწყვეტილებების მიღების“, – თქვა ალფაიძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, რაც არ უნდა მზარდი იყოს მომართვიანობა, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძელით ცნობიერების ამაღლება, არც ციფრებს აქვს მნიშვნელობა. მთავარი გადაწყვეტილებებია, რასაც მისი თქმით, ვიღებთ და ამ გადაწყვეტილებებში მთავარია არგუმენტი.

„ვიცით, რომ ბევრი დიაგნოზი არსებობს, ერთი ექიმი ერთს დასვამს, მეორე – მეორეს, მაგრამ სამართალში ასე არ არის, ჩვენთანაც ვერსიებია, ბევრი ვერსიები, მაგრამ გვჭირდება არგუმენტები და მტკიცებულებები.

წარმოიდგინეთ, რომ ხვალ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უშეცდომოდ დიაგნოზის დასმა, ხვალ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უსაფრთხოდ გადაგვაადგილოს ერთიდან მეორე პუნქტში, მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანთა პროფესიები ეწირებიან, პროფესიები ქრებიან. რა საჭიროა თუნდაც ამდენი ავტომობილი, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს?

მივესალმები მწვანე დიზაინის კონცეფციას და ხელოვნური ინტელექტის მძღოლებსაც; მივესალმები ინფორმაციულ თანხმობას…“, – განაცხადა ალფაიძემ.

magti 5g