პერუში მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია ცხრა, ხოლო დაშავებულია 40-მდე ადამიანი.
უცხოური მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,4 მაგნიტუდას შეადგენდა.
დანგრეულია 80-მდე საცხოვრებელი სახლი, ბლოკირებილია გზები.
რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.