„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი PES 2018-ის სახე გახდა.
სპეციალურ გამოშვებაში კატალონიური გუნდის მოთამაშეები ხუთჯერ მეტი იქნებიან.
Konami-მ სერიიდან Pro Evolution Soccer ახალი თამაშის გარეკანი წარადგინა. სახედ ურუგვაელი სუარესი შეარჩიეს.
სპეციალური ლეგენდარული გამოშვება ექსკლუზიურ კონტენტს შეიცავს და სუარეს კამპანიას მისი საკლუბო თანაგუნდელები უწევენ: ლიონელ მესი, ნეიმარი, ანდრეს ინიესტა და სერხი რობერტო.
PES 2018-ის რელიზი 12 სექტემბერსაა ჩანიშნული.
ამ თამაშში საშუალება გექნებათ რვა გზის ოლიმპიურ ჩემპიონს უსაინ ბოლტს გამოეკიდოთ.
FIFA 18-ის სახე კი „რეალის“ ფორვარდი პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო გახდა.