“მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები ახლა არ მიმდინარეობს და ის ორშაბათს, 14 მარტს არის დაგეგმილი,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე, სააგენტო „როიტერსმა“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები “ახლა” მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სახელმწიფო დუმას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ წინა რაუნდებთან შედარებით, მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე