რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა, რის გამოც სამხედრო ოპერაცია გაგრძელდა.
პესკოვის თქმით, რადგან არსებობდა მოლაპარაკებების პროცესის მოლოდინი, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში რუსული სამხედრო დაჯგუფების წინსვლის შეჩერების ბრძანება გასცა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კიევში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.