რუსეთი მზად არის გამართოს მოლაპარაკებები ვოლოდიმერ ზელენსკისთან, მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიაში, გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – რა საკითხზე შეიძლება, ისაუბროს რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე, პესკოვმა უპასუხა:
“იმაზე, თუ როგორ შესრულდება ჩვენი პირობები”, – აღნიშნა პესკოვა და დასძინა, რომ “მოსკოვის წამოყენებული პირობები უცვლელია, ხოლო რუსეთის ოპერაცია მიმდინარეობს და ყველა დასახული ამოცანა შესრულდება”.