LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე ცისკარიშვილი: „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“ ამის გამოვლინება, ამ რეჟიმს სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია“

149
პეტრე ცისკარიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. განაჩენი 17 მარტს, 11:00 საათზე გამოცხადდება.

აღნიშნულ ბრალდებაზე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმეა. მისივე თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი არასდროს გათავისუფლდეს.

„ეს არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“, ამის გამოვლინება. ამ რეჟიმს მიშა სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია… სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმისთვის ყველაზე სერიოზული და საშიში პოლიტიკური ოპონენტია და უნდათ ეს საქმე ჰქონდეთ მასზე „მიკერებული“ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფლებაზე ის ვერასდროს აღმოჩნდეს.

თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წელიწადში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობის და უპერსპექტივობის გამო, უამრავი მათგანი, მათ შორის აშშ-ში სხვა ქვეყნიდან შეიპარა, გადავიდა, საზღვარი გადაკვეთა და ერთ კვირაში ყველანი თავისუფლებაზე იყვნენ. საზღვრის კვეთა თავისთავად რა ტიპის „დანაშაულიც“ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა. ასობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს ასე აქვს საზღვარი გადაკვეთილი და შესულები არიან სხვა ქვეყნებში იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში სიღარიბეს და უპერსპექტივობას გაექცნენ“, – თქვა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. 

magti 5g