LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრე კოლხი: “ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება!..”

479
a69747-big

მამა პეტრე კოლხი პატრიარქის ქადაგებას და საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს განაცხდა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის, მეორედ მოსვლა ახლოსაა“.

“მათ, ვისაც მეორედ მოსვლა მითოსი და ლეგენდის ნაწილი ჰგონია, მათ, ვისაც რელიგია საკუთარი განდიდების, გამდიდრების წყაროდ უქცევია, არც უნდა გაგონება, რომ ეს სამყარო, მთელი მისი მშვენიერების მიუხედავად, წარმავალია!..
მორწმუნე ადამიანის დანიშნულება, სწორედ მზადებაა უფალთან შესახვედრად… არ აქვს მნიშვნელობა, უფალი მომისწრებს მიწაზე, თუ პირიქით, მე წავრდგები უფლის წინაშე…

დიახ, ყოველი წამი ახლოს არის რაღაცის დასასრულთან და უფრო დიდის დასაწყისთან… ,,იფხიზლეთ, რამეთუ ახლოა ზეცის სასუფეველი”…
ერთამენთის განკითხვას, სიძულვილს და აგრესიას სჯობს, მოვამზადოთ ჩვენი გული იმ ტახტად, რომელზეც უფალი დაბრძანდება!..”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g