ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ სახალხო რაზმების ორგანიზებას და ლეგიონების შექმნის დაანონსებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა.
გუშინ “ნამდვილი კაცების” აქციაზე ლევან ვასაძემ თქვა, რომ ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება მშვიდი, იარაღის გარეშე. მაგრამ თავადვე დასძინა, რომ ნებისმერ კორდონს გაარღვევენ.
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!..- ასე მიმართავს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი ლევან ვასაძეს.
მამა პეტრე წერს:
“ბატონო ლევან, გზა რომელიც თქვენ აირჩიეთ, ასცდა ქრისტიანობას და ჩიხში შევიდა… ამას არ ასწავლის წმინდა წერილი, არც ეკლესია… ეს თქვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა… თქვენ ცოდვასთან ერთად ებრძვით ცოდვილს და საერთოდ დაგავიწყდათ, ქრისტეს ჰაერში აღმართული მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა…
ბატონო ლევან, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ეს არის საეკლესიო ცხოვრების პოზიცია და ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო მეტად დააბნიოთ… თქვენ დღეს უამრავი ახალგაზრდის გული სამუდამოდ დაკარგეთ და აგრესიულ, ძალადობით გაჯერებულ ფრთას სითამამე შემატეთ…
„ბატონო ლევან, გარდა იმისა, რომ სახარებას გვერდი აუარეთ, რაინდულ სულს და ჰუმანიზმს უღალატეთ…
ბატონო ლევან, თუ ნებისმიერი მდგომარეობა, რაც ღმერთს ეწინააღდგეგება, მიუღებელია, მაშინ თქვენი შეხუდულებაც ზუსტად იგივეა და ვაღიაროთ, რომ მეორე უკისურესობა აირჩიეთ პირველთან სადავოდ…
ბატონო ლევან, სულ არ მინდა ჩემმა ექვსმა შვილმა ქუჩებში ამორალიზმის პარადი იხილოს, მაგრამ არც ის მინდა, რომ თქვენ მოგისმინოთ!..- წერს პეტრე კოლხი