LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პეტროქს უნივერსალი“ – საუკეთესო გზა თქვენი ავტომობილის მაქსიმალური პოტენციალის გამოსავლენად!

1237
ბესო კაციტაძე

ჰაერის დაბინძურება, სხვადასხვა ნივთიერების მავნე ზეგავლენა სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოსათვის, და მათ შორის საქართველოსთვის, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემების საპასუხოდ მეცნიერების მიერ არაერთი ინოვაციური პროდუქტი შექმნილა და სასიხარულოა, რომ პირველად ქართულ მედია სივრცეში, რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ყურადღება გამახვილდა ისეთ ქართულ პროდუქტზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის ეფექტურ მუშაობას, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვნად ამცირებს მხუთავი აირების გამოფრქვევას ატმოსფეროში.

ბესო კაციტაძე, კომპანიის „პეტროქს უნივერსალი“ დამფუძნებელი და დირექტორი:

– „პეტროქს უნივერსალი“ (Petrox Universal) გახლავთ ქართველ ინოვატორ მეცნიერთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ინოვაციური ტექნოლოგიებით მიღებული პროდუქტი, რომელიც საწვავის (ბენზინი, დიზელი) მრავალფუნქციურ დანამატს წარმოადგენს. პროდუქტი შეიქმნა 2008 წელს და შემდეგ ბევრ ქვეყანაში, მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში წარმატებით გაიარა ტესტირებები (მათ შორის ინგლისში, თურქეთში, ისრაელში და ა.შ.). ის არის დაპატენტებული და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

პეტროქს უნივერსალი“ შედგება ორგანული ინგრედიენტებისაგან: ეთილის სპირტი – ეთანოლი, დისტილირებული (გამოხდილი) წყალი და გლიცერინი + know-how და წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. ის არ მოითხოვს შენახვისა და უტილიზაციის განსაკუთრებულ პირობებს, არ არის აალებადი და ფეთქებადი.

„პეტროქს უნივერსალს“ საწვავი არასრული წვისგან სრულ წვაზე გადაჰყავს, მას ამდიდრებს ჟანგბადით, რისი წყალობითაც ატმოსფეროში 40%-დან 70%-მდე მცირდება ისეთი მავნე ნივთიერებების (CO, CO2, აზოტის ჟანგეული – Nox, ნახშირწყალბადი – HC) გამოფრქვევა, რომლებიც ონკოლოგიურ დაავადებებსა და ალერგიებს იწვევენ, განსაკუთრებით ბავშვებში. ამასთან, დანამატი ასუფთავებს შიდა წვის კამერას, სარქველებს, კატალიზატორ-კონვენტორს, ძრავს უმატებს 12 ცხენის ძალას, უზრდის ცვეთის რესურსს.

„პეტროქს უნივერსალი“ საქართველოს ბაზარზე გაყიდვაში 2024 წლის იანვრიდან ჩაეშვა. ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანიასთან „გალფი“, რის საფუძველზეც ჩვენი დანამატი მის ბენზინგასამართ სადგურებზეა წარმოდგენილი. ამ 10 თვის მონაცემებით, მათ შორის, ჩვენს საინფორმაციო არხებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდუქტმა მომხმარებლის მხრიდან 100%-იანი ნდობა დაიმსახურა.

„პეტროქს უნივერსალი“ იყიდება 10 და 100 მილილიტრიანი შეფუთვებით და ის საწვავში ემატება 1-დან 2.5 მლ რაოდენობით (საწვავის რაობისა და ხარისხის მიხედვით) ყოველ 10 ლიტრ საწვავზე. დანამატი საწვავში 3-5 წუთში იხსნება. ჩვენი პროდუქტის გამოყენების შედეგად თქვენ მიიღებთ ფინანსურ სარგებელსაც, დაზოგავთ საწვავის ხარჯს, საშუალოდ, 10-20%-ით.

„პეტროქს უნივერსალს“ არ აქვს არანაირი უკუჩვენება. შედეგი, მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების სახით, 70-100 კმ-ის გავლის შემთხვევაში მიიღწევა. რაც მეტად იმუშავებს ძრავა „პეტროქს უნივერსალთან“ ერთად, მით მეტ ეფექტს მიიღებს მომხმარებელი.

– ვისი მხრიდან მხარდაჭერა გჭირდებათ თქვენი პროდუქტის მნიშვნელობის უფრო მეტად გასაზრდელად?

– „პეტროქს უნივერსალის“ ფართოდ გამოსაყენებლად მეტი ყურადღებაა საჭირო, ალბათ, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან, რათა ხვალინდელი დღე, ჰაერის კუთხით, უფრო ჯანსაღი იყოს. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ „აბრეშუმის დიდი გზისთვის“ მეტი დატვირთვის მიცემის საკითხი განიხილება, რაც სახმელეთო გადაზიდვების ზრდას გულისხმობს, ეს ავტომატურად გაზრდის ეკოლოგიურ საფრთხეებსაც. ამიტომაც წევრი ქვეყნების მიერ სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურად გამოყენების მიზნით, მას უნდა მიენიჭოს ეკოლოგიურად სუფთა მაგისტრალის სტატუსი და ამ პროცესში ჩვენს პროდუქტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g