კომპანია Peugeot-მა მოდელი Boxer-ის მოდიფიცირებული ვერსია წარმოადგინა. ავტომობილი ბორბლებიან სახლად გადააქციეს და საცხოვრებელი ზონის ფართობი მთელი 10 კვადრატული მეტრია.
კონცეპ-ქარი ჩვეულებრივი Peugeot Boxer-ის ბაზაზეა აგებული, თუმცა განსხვავებით დონორისგან ტრანსმისია Dangel-ითაა აღჭურვილი. სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრანგებმა ოფიციალური პრემიერისთვის გადაინახეს.
ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ Boxer-ის შიდა სივრცე 10 კვადრატული მეტრია და სალონი ისეა მოწყობილი, რომ მასში ცხოვრებას 3 ადამიანი შეძლებს.
კონცეპტის ნაწილია ველოსიპედი Peugeot eM02 FS და ტრადიციული კანადური კანოე, რომელიც ფურგონის თავზე იქნება დამონტაჟებული. ძრავის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს და თუკი წინა მოდელის აგრეგატს გავიხსნებეთ, მაშინ ფურგონს 2,2 დიზელის აგრეგატი და 130 ან 150 ცხენის ძალა ექნება.