ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Peugeot-მ წარმოადგინა ელექტრონული ველოსიპედი, რომელსაც ერთი დამუხტვით არც მეტი არც ნაკლები 140 კილომეტრის გავლა შეუძლია.
მოდელს eM01 FS PowerTube ეწოდა. მწარმოებლის ჩანაფიქრით, “e” მყიდველს ელექტრონიკაზე მიუთითებს, M კი Mountain-ს ნიშნავს, რაც ველოსიპედის დანიშნულებას უკეთ ხსნის.
სიახლის ტექნიკურ მხარეს 62 კილოვატ-საათიანი ელემენტი წარმოადგენს. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან, ეკოლოგიურ ტრანსპორტს 140 კილომეტრის გავლა შეუძლია. შედარებისთვის, ელექტრომობილის Renault Twizy-ის სვლის მარაგი მხოლოდ 100 კილომეტრია.
ელექტრონული მოტოციკლეტის გაყდვები მომავალ წელს, ზაფხულის სეზონისთვის დაიწყება და კომპანია ბაზარზე 5 სხვადასხვა ვერსიის მოდელს გაიტანს.