LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot-მა კვადრატული ელექტრონული საჭის ტესტირება დაიწყო

112
1098x1098 (1)

კომპანია Peugeot სერიულ ავტომობილებზე საჭის მართვის სისტემის „wire-by-wire“ დანერგვას აპირებს, რომლის ნაწილიც ტრადიციული საჭის ნაცვლად კონცეპტუალური შტურვალი Hypersquare იქნება. მწარმოებელმა სიახლის ტესტირებაში ჟურნალისტებიც ჩართო.

Hypersquare წარმოადგენს თითქმის კვადრატულ პანელს ოთხი მრგვალი ჩაღრმავებით. ზედა ნაწილში იგეგმება დამატებითი ფუნქციების სამართავი ღილაკების განთავსება. ასეთი შტურვალი მიუხედავად ექსტრავაგანტური ფორმისა, საკმაოდ მოსახერხებელია.

მართვის სისტემა „wire-by-wire“ გამოირჩევა იმით, რომ საჭესა და ბორბლებს შორის პირდაპირი მექანიკური კავშირი არ არსებობს: ბორბლების მოტრიალებაზე პასუხისმგებელია ძრავები, რომლებიც ელექტრონიკისგან იღებენ ბრძანებებს. უკუკავშირიც ხელოვნურად ხდება. ასეთი მიდგომა ითვლება უფრო კომფორტულად მძღოლისთვის, რადგან, მაგალითად, მართვადი ბორბლების ვიბრაცია საჭეზე აღარ გადადის.

Peugeot-ის ინჟინრებმა სისტემა ისე შექმნეს, რომ საჭე სიტუაციიდან გამომდინარე ხდება უფრო „მოკლე“ ან უფრო „გრძელი“. 

სერიულ Peugeot-ებზე სისტემა მიიღებს მუშაობის რამდენიმე რეჟიმს, მათ შორის ისეთსაც, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებული იქნება ტრადიციულ მართვასთან, რამაც მძღოლს შეგუების პროცესი უნდა გაუმარტივოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები