LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot–მა ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი წარადგინა

121
peugeot20925

კომპანია Peugeot–მა ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული ავტომობილი ოფიციალურად წარადგინა. 360 ძალის Sport Engineered-მა ჰიბრიდული აგრეგატი მიიღო და ელექტრონიკის მართვის 5 პროფილი აქვს.

Peugeot 508 Sport Engineered სამძრავიანი აგრეგატითაა აღჭურვილი. მის შემადგენლობაში – ბენზინის ძრავი და ორი ელექტროძრავია. სისტემის საერთო სიმძლარე 360 ცხენის ძალას შეადგენს. 100 კმ–მდე გასახურებლად მოდელს ზუსტად 5,2 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ–ია.

უნივერსალს მუშაობის სამი რეჟიმი აქვს: Comfort, Hybrid და Sport. Comfort–ის არჩევის შემთხვევაში ჰიბრიდული აგრეგატი მშვიდ გადაადგილებას უზრუნველყოფს, რეჟიმი Hybrid ბენზინისა და ელექტროძრავებს შორის ავტომატურად გადართვას გულისხმობს, სპორტული სისტემა კი მაქსიმალურ სიმძლავრეს და მაქსიმალურ სიჩქარეს ნიშნავს.

Peugeot 508 Sport Engineered–ის სისტემებს შორის აღსანიშნავია – ღამით ხედვის სისტემა, ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი, ასევე ავტომატური დამუხრუჭების სისტემა.

სიახლის შეძენა ძარის სამ შეფერილობაში იქნება შესაძლებელი და მისი ღირებულება ცნობილი მოგვიანებით გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g