ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე როიტერზე დაყრდნობით საზოგადოებას ამცნობს სიახლეს, რომელიც კომპანია Pfizer-ის მიერ Covid-19-ის ანტივირუსული პრეპარატის შემუშავებას უკავშირდება.
“Pfizer Inc– მა დაიწყო Covid-19– ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა კლინიკური კვლევების შუა და გვიან სტადიაზე. პრეპარატი განკუთნილია არაჰოსპიტალიზირებული, სიმპტომური პაციენებისათვის.
კომპანია მუშაობს ანტივირუსული აბის შემუშავებაზე, PF-07321332, რომელიც მიიღება დაავადების ადრეულ ეტაპზე. პრეპარატის გამოცდაში ამ მომენტში მონაცის 1,140 მონაწილე მოხალისე, რომელიც ამ პრეპარატთან ერთად ღებულობს რიტონავირის დაბალ დოზას.
როგორც იცით ამ ეტაპისათვის მხოლოდ ინტრავენურად შეყვანილი რემდესივირი არის ერთადერთი ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც დამტკიცებულია აშშ -ში.
Pfizer– მა ივლისში განაცხდა, რომ თუკი PF-07321332 ტესტირება წარმატებული იქნება, იგი მეოთხე კვარტალში შეიტანს განაცხადს რათა მიიღოს ავტორიზაცია ამ პრეპარატის საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისათვის.
Merck & Co Inc და პარტნიორი Ridgeback Biotherapeutics– მა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს პაციენტების ჩარიცხვა მათი ექსპერიმენტული Covid-19 წამლის მოლნუპირავირის გამოცდის გვიან სტადიაზე.
პერორალური ანტივირუსული პრეპარატი გამოიცდება 1,300 -ზე მეტ მონაწილეზე, რათა შეფასდეს შეუძლია თუ არა მას კორონავირუსის გადაცემის პრევენცია. კვლევაში ჩართავენ 18 წელზე უფროსი ასაკის მოხალისეებს, რომლებიც სიმპტომატური Covid-19– ით ინფიცირებული ადამიანთან ერტად ცხოვრობენ .
კომპანია მერკმა განაცხადა , რომ ივნისში აშშ -ს მთავრობა დათანხმდა გადაიხადოს დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარი მოლნუპირავირის 1,7 მილიონი ერთეული კურსისთვის, თუკი დამტკიცდება, რომ ის წარმატებულად მუშაობს და ნებადართული იქნება აშშ მარეგულირებელი ორგანოების მიერ”- წერს ზაზა წერეთელი.