LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიაჩერე“ – როცა გემო და ატმოსფერო ერთ გამოცდილებად იქცევა

673
ვანო კორძაია

ზოგი სივრცე სტუმარს მხოლოდ მენიუთი ამახსოვრებს თავს, ზოგი – იმ ემოციებით, რომლებსაც იქ აგროვებს, „პიაჩერე“ კი ცდილობს, ორივე კომპონენტი მჭიდროდ დააკავშიროს ერთმანეთთან. ვერაზე მდებარე ეს კაფე-რესტორანი სტუმრებს, გამორჩეულ გემოებთან ერთად, განსაკუთრებულ ატმოსფეროს ახვედრებს, რათა გაამართლოს სახელწოდება – პიაჩერე იტალიური სიტყვაა და ქართულად სიამოვნებას, კმაყოფილებას ნიშნავს.

ვანო კორძაია, კაფე-რესტორნის „პიაჩერე“ თანადამფუძნებელი, დირექტორი:

– „პიაჩერე“ 2 წელზე მეტია, რაც თბილისში ფუნქციონირებს და ამ დროის განმავლობაში მთელი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ, გავამართლოთ ჩვენი ობიექტის სახელწოდება, შევქმნათ ისეთი გარემო და პირობები, რომ ადამიანებმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი, სასიამოვნოდ გაატარონ ჩვენთან დრო.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით საქართველოში სარესტორნო ბიზნესი საკმაოდ კონკურენტულია, ბევრი პოპულარული ობიექტი არსებობს, ბევრი მომხმარებელიც ჰყავთ, შესაბამისად, იმისთვის, რომ საკუთარი ნიშა დაიკავო, ყოველდღიურად უნდა განვითარდე, მუდმივად სიახლეების ძებნაში უნდა იყო და რაც მთავარია, ოჯახური გარემო უნდა შეუქმნა სტუმრებს. ჩვენ ნამდვილად ერთი დიდი ოჯახი ვართ. მე და ჩემი პარტნიორები, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები ვართ (პირადად მე ექიმი გახლავართ) და ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც უმეტესად ახალგაზრდები არიან, ვცდილობთ, სტუმრებს თავი ისე ვაგრძნობინოთ, როგორც შინ.

ჩვენი მომხმარებლები, ძირითადად, 18-დან 30 წლამდე ადამიანები არიან. ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ ჩვენს ტერასაზე ყოფნა, რომელიც ლიმნებით არის მორთული და სადაც უცბად, შეიძლება, თავი იტალიურ ბაღში გეგონოს.

„პიაჩერეს“ მენიუ ამ ეტაპზე ევროპული გახლავთ, თუმცა იტალიური სამზარეულოს ხაზია დომინანტი. გამოვირჩევით მრავალფეროვანი კოქტეილებითაც. ვცდილობთ, ყოველთვის ბუნებრივი პროდუქტებით შევქმნათ ისინი. მაგალითად, ახლა გვაქვს სეზონური, მჟაუნას კოქტეილი, რომელსაც თავდაპირველად ყველა სკეპტიკურად უყურებს, თუმცა გასინჯვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავენ. სამომავლოდ ვაპირებთ ე.წ. შებოლილი კოქტეილების დამზადებას – ეს პროცესი სანახაობრივიც იქნება სტუმრებისთვის, მათ წინაშე მოხდება ეს ყველაფერი.

ახლო მომავალში ბევრი სიახლე გვექნება. დავიწყეთ იმით, რომ ცოტა ხნის წინ მომხმარებელს ტრენდული და ფერადი ყავის სასმელი უბე ლატე შევთავაზეთ. ის ამჟამად ძალიან ცოტა ობიექტს აქვს გაყიდვაში საქართველოში და ერთ-ერთი ჩვენ ვართ. რაც შეეხება მენიუს გადახალისებას, ჩვენთან ხშირად ვაწყობთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის დღეს და საქართველოს დღეს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჩვენმა მომხმარებლებმა იმდენად დიდი სურვილი გამოთქვეს, ჩვენს მენიუში ქართული კერძების ხილვის, რომ გადავწყვიტეთ, ჩვენი ევროპული, შერეული მენიუ კიდევ უფრო გავამდიდროთ და ქართული გემოებით შევავსოთ. ამისთვის ჩვენი გუნდის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაემგზავრნენ, იქაური ძველი რეცეპტები ჩვენთან რომ გააცოცხლონ. განსაკუთრებით გვინდა, მესხური და სვანური სამზარეულო წამოვწიოთ წინ.

„პიაჩერე“ მდებარეობს ვერაზე, სიმონ ჯანაშიას #21-ში. საკმაოდ აქტიური არხები გვაქვს სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ბევრი გამომწერი გვყავს ინსტაგრამ გვერდზე. ასე რომ, თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს და მობრძანდით კიდეც ჩვენს სივრცეში, უდიდესი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყველას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები