LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიანისტი ნანა დიმიტრიადი გარდაიცვალა

318
20190903112115 (2)

ცნობილი ქართველი პიანისტი ნანა დიმიტრიადი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნანა დიმიტრიადი 1932 წლის 15 ივნისს დაიბადა მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. 1956 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო კათედრის კონცერტმაისტერი, პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 2006 წლიდან პროფესორი, 2010 წლიდან ემერიტუსი.

ნანა დიმიტრიადი აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწეოდა. ის ხშირად გამოდიოდა დუეტში პიანისტ ნანა ავალიშვილთან ერთად. პიანისტმა ბოლო აუდიო ალბომი, რომლის სათაურია “ხეივნის ბოლო და ისევ სევდა”, 2003 წელს ჩაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g