პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი სოციალური ქსელის მეშვეობით მის გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს:
„მეგობრებო! დღეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი რამ მოხდა.
გავხდი ესპანური ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული საკონცერტო მენეჯმენტ-სააგენტოს არტისტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეყოლება პირადი აგენტი, რომელიც დაგეგმავს ჩემს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა“, – წერს ახალგაზრდა პიანისტი ფეისბუკზე.
სანდრო გეგეჭკორი ,,მარია კანალსის საერთაშორისო” კონკურსის გამარჯვებული გახდა
სანდრო გეგეჭკორის სოლოკონცერტმა ბარსელონას რომეას თეატრში სრული ანშლაგით ჩაიარა!
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 