LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიელ ნატურალსი“ დღეიდან დაზიანებული თმისთვის ვეგანური შამპუნისა და კონდიციონერის გაყიდვას იწყებს

585
პიელ ნატურალსი - 1

სამწლიანი ძიების პროცესი დასრულებულია – პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდი „პიელ ნატურალსი“ დაზიანებული თმისთვის შემუშავებული უნიკალური ფორმულის მქონე შამპუნისა და ნიღაბ-კონდიციონერის გაყიდვას იწყებს.

„პიელ ნატურალსის“ შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი დამზადებულია როზმარინის ნაყენზე, რომელიც ხასიათდება ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი მოქმედებით, ხელს უწყობს თმის ღერების სტიმულაციას, თმის ბოლოებს იცავს გაყოფისაგან და თმას უბრუნებს ბზინვარებას.

როგორც პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ განაცხადა, აღნიშნული პროდუქცია არის უსულფატო, უსილიკონო, უპარაბენო, უპარაფინო, შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი ასევე არ შეიცავს მარილსა და ალკოჰოლს.

– დაახლოებით სამი წელი ვმუშაობდი შამპუნისა და თმის კონდიციონერის ფორმულაზე. ამ პროდუქციისთვის საჭირო ინგრედიენტები პარიზისა და ბარსელონის გამოფენებიდან ჩამოვიტანე. ჩემი მიზანი იყო, პრობლემური ტიპის კანისა და თმის მქონე ადამიანებს ეფექტური საშუალებით დავხმარებოდი. მათ, ვისაც შეღებვის გამო გაუუხეშდათ, მტვრევისა და ცვენისკენ მიდრეკილი გაუხდათ თმა, სწორედ ჩვენი როზმარინის შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი დაეხმარებათ თმის რეგენერაციაში. როზმარინი თმას მაქსიმალურად იცავს ყოველგვარი სტრეს ფაქტორებისგან, იქნება ეს დაბინძურებული გარემო, თუ თმის მოვლის რუტინა – დავარცხნა, შეღებვა, ფენით გაშრობა, სალონში სხვადასხვა პროცედურის ჩატარება. შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი, როზმარინის შრატთან ერთად, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ბესტსელერი პროდუქტია, დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს ყველა სტენდზე. აქვე აღვნიშნავ, რომ შამპუნი და ნიღაბ-კონდიციონერი ცალ-ცალკე არ იყიდება, კარგი შედეგისთვის აუცილებელია მათი ერთად გამოყენება, რადგან შამპუნი თმას ნეგატიურად მუხტავს, კონდიციონერი კი – პოზიტიურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები