LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პიელ ნატურალსი“ მსოფლიო კოსმეტიკის ბოლო ტენდენციების ეპიცენტრში

1701
პიელ ნატურალსი

ზაფხული აქტიურ ფაზაში შედის და „პიელ ნატურალსიც“ ერთგულ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს, იქნება ეს მზისგან დამცავი თუ გასარუჯი საშუალებები. თუმცა პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის სიახლეები მხოლოდ საზაფხულო შეთავაზებებით არ შემოიფარგლება, ის საკუთარი მასშტაბის გაფართოებას კვლავ აქტიურად აგრძელებს.

თათუკა ლომაძე, პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელი:

– უპირველესად აღვნიშნავ, რომ ექსპორტის მიმართულებით არაერთი სიახლე გვაქვს. მათ შორის გამოვარჩევდი ონლაინ მაღაზიას ქუვეითში, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. ძალიან მალე მაღაზია ფიზიკურადაც გაიხსნება. მისთვის შესაფერისი ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის ინსპირაცია მიმდინარე წლის აპრილში პარიზში საერთაშორისო გამოფენაზე მივიღეთ. აღნიშნულ გამოფენაში სხვადასხვა წამყვანი ბრენდის ფორმულატორებიც მონაწილეობდნენ, იქ ასევე იმყოფებოდნენ მარკეტერები, სხვადასხვა კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტების წარმომადგენლები. ამ გამოფენაზე ბევრი ახალი ინგრედიენტი, ინოვაციური ფორმულა აღმოვაჩინეთ. სწორედ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს ბევრ ახალ პროდუქტს. ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ „პიელი“ მუდმივად არის მსოფლიო კოსმეტიკის ბოლო ტენდენციების ეპიცენტრში.

– თათუკა, ბოლო შეხვედრისას ჩვენს გადაცემაში მამაკაცის ხაზის განვითარება დააანონსეთ. რა სიახლე გაქვთ ამ კუთხით?

– გახსოვთ, ალბათ, შამპუნისთვის ფორმულას დიდხანს რომ ვეძებდი და შარშან ბარსელონის გამოფენაზე რომ აღმოვაჩინე. ამ დრომდე ველოდებოდი ინგრედიენტების ჩამოსვლას. ისინი უკვე საქართველოშია, შესაბამისად, მორიგი სიახლეც სწორედ ის იქნება, რომ როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ხაზში ჩაეშვება უსულფატო შამპუნი. ამ პროდუქტს ჩვენი მომხმარებელი დიდხანს ელოდა, ამიტომაც მიწოდებას მალე დავიწყებთ.

– როგორც ვიცით, 11 ივლისს „პიელს“ ღონისძიება აქვს დაგეგმილი. რა მხრივ იქნება ის გამორჩეული?

– ღონისძიება გაიმართება სასტუმროში „ჯინჯერი“ და იქნება დახურული ტიპის. მასზე მოწვეულები არიან ჩვენი პარტნიორი და მეგობარი კომპანიები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. „პიელი“ გააერთიანებს ყველას. ღონისძიების მთავარი მიზანი იქნება სიახლეების და ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულებების გაცნობა. დამსწრე საზოგადოება გაიგებს, რაზე დგას ბრენდის კონცეფცია, რათა ზუსტად იცოდეს პასუხი კითხვაზე – რატომ „პიელი“? ღონისძიება იქნება სიურპრიზებით სავსე, თითოეული სტუმარი შესაბამის საჩუქარს მიიღებს. ამ საღამოზე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „პიელ ნატურალსი“ არის ქართული ბრენდი, რომელიც პროდუქციას გულდასმით შერჩეული ინგრედიენტებით (სილიკონების, პარაფინების, პარაბენების, სულფატის გარეშე) აწარმოებს და ამასთან, აქვს ენდემური ყურძნის წიპწის ხაზი, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბით დადებითი გამოხმაურება ჰპოვა – მან მილანში გაიარა კლინიკური ტესტირება უმაღლესი შედეგებით და მისი პარიზის გამოფენაზე წარდგენის საშუალებაც კი მოგვეცა. როდესაც „პიელის“ პროდუქცია კლინიკური ტესტირების შედეგებით საერთაშორისო ბრენდებს უტოლდება, ეს საამაყო და სასიხარულო ფაქტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g