„პიელ ნატურალსი“, რომელიც უკვე 9 წელია, რაც ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით წერს ინოვაციური კოსმეტიკის წარმოების ისტორიას, 2026 წელს მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება – ბრენდმა სასტუმროებისთვის ექსკლუზიური სპა და საშხაპე პროდუქციის შექმნა დაიწყო.
თათუკა ლომაძე, პრემიუმ კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდის „პიელ ნატურალსი“ დამფუძნებელი:
– 2026 წლის ჩვენი მთავარი მიზანი იმ სასტუმროებში შესვლაა, რომლებიც პრემიუმ სეგმენტზე მუშაობენ. უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან, რომლებმაც საკუთარ ობიექტებზე ჩვენი როგორც სპა პროდუქცია, ასევე შამპუნები, კონდიციონერები და საშხაპე გელები შეიტანეს. ანუ მათ აქვთ საშუალება, სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზონ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული, უსულფატო და უსილიკონო, ექსკლუზიური სურნელის მქონე პროდუქციით.

ეს პროდუქცია იბრენდება მათი სახელით და შეფუთვაზე აღნიშნულია, რომ ის დამზადებილია საქართველოში, „პიელ ნატურალსის“ მიერ. ცხადია, მათთვისაც მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს პროდუქცია იწარმოება იმ კომპანიის მიერ, რომელსაც მოპოვებული აქვს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიკატი და ამასთან, აღიარებულია GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტით.
სამომავლოდ გვინდა, რომ სასტუმროებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ. პირველ ეტაპზე ჩვენი მომსახურების შეთავაზებას ამიერკავკასიის მასშტაბით მოქმედი პრემიუმ სატუმროებისთვის ვგეგმავთ.

– ექსკლუზიური სურნელი ახსენე და, რა იგულისხმება ამაში?
– თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ჩვენ 150 დასახელების უნიკალური სურნელი გვაქვს, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით კომბინაცია შეიძლება შეიქმნას. ამ პროცესში პირადად ვმონაწილეობ, როგორც აკრედიტებული ფორმულატორი (დიდი ბრიტანეთის მიერ მაქვს მონიჭებული სერტიფიკატი). სხვათა შორის, ტრენდული და ინოვაციური სუნების შექმნის მიზნით, ხშირად ვესწრები პარიზში მასტერკლასებს.
რაც შეეხება ჩვენი პარტნიორი სასტუმროებისთვის ექსკლუზიური სურნელის მქონე პროდუქციის შექმნას, სხვადსხვა სასტუმრომ სხვადასხვა ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა – ზოგმა ყვავილების სურნელი არჩია, ზოგმა – მარგალიტის, ზოგმა – ამჟამად ძალიან პოპულარული რეტივერის და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევქმენით ცხელი სამასაჟე სანთლები ოცი სხვადასხვა არომატით. გარდა იმისა, რომ ამ სანთლების გამოყენება შესაძლებელია არომათერაპიისთვის, ისინი კანს საოცრად ატენიანებენ.

– თათუკა, როგორც ვიცი, გაზაფხულისთვის განსაკუთრებულად ემზადებით.
– დიახ, სარვამარტოდ სპეციალური შეთავაზებები გვექნება მომხმარებლებისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ უკვე ორი კვირაა, რაც კორპორაციული მიმართულებით ვიღებთ შეკვეთებს. აპრილში კი გვექნება „პიელ ნატურალსის“ დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელზეც მოწვეულები იქნებიან ჩვენი პარტნიორი კომპანიებიც და რომელზეც წარვადგენთ სიახლეებს – ჩვენი სტუმრები პირველები შეიტყობენ მათ შესახებ.
(R)
