LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკეტი და აქციები გაგრძელდება – ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

140
აქცია

აქციები რეგიონებსა და დიდ ქალაქებში და პიკეტირება – ოპოზიცია ამბობს, რომ მათ ამ ყველაფრის გაკეთება ისევ მოუწევთ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შანსი, კრიზისი დაეძლია. მათი თქმით, ამისთვის მმართველ გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

პაატა დავითაიას ინფორმაციით, ორ კვირაში გახდება ცნობილი, არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია კი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები სხვადასხვა ფორმით რეგიონებშიც გაგრძელდება.

მას ჰქონდა შანსი, რომ კრიზისი დაეძლია, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. მეტიც, არა თუ ფასი არ გადაიხადა „ქართულმა ოცნებამ“ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პირიქით, გახარია დააწინაურა და თითქოს დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემა უკან წაიღო.

შესაბამისად, საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გადაიხდის ძალიან ძვირ პოლიტიკურ ფასს. ჩვენი გეგმა არის გაცხადებული, რომ იქნება ყოველდღიური სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო აქციები, ახლა უკვე სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები