LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტები დაიკარგნენ და თვითმფრინავი სულ სხვა ქალაქში დასვეს

112
air

“დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა სკანდინავიის ავიახაზების ლაინერს შეემთხვა. რეისი კოპენჰაგენიდან ფლორენციისკენ სრულდებოდა, თუმცა დაზიანებული ნავიგაციის გამო პილოტებს გზა აერიათ და ბოლონიაში დაფრინდნენ.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ფლორენციის მარშრუტი GPS სისტემაში არ იყო ჩატვირთული და პილოტებს წარმოდგენა არ ქონდათ თუ როგორ უნდა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. სწორედ ამიტომ, ისინი იქამდე ჩაფრინდნენ სადამდეც გზა იცოდნენ და ეს ადგილი ბოლონია აღმოჩნდა.

დაფრენის შემდეგ მგზავრები ფლორენციამდე ავტობუსებით გაუშვეს და შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშიც მოუხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები