LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტი სამსახურში არ მივიდა და მისი ადგილი ერთ-ერთმა მგზავრმა დაიკავა

194
michael-bradley-news

შემთხვევა ავიაკომპანია Easyjet-ის ბორტზე მოხდა. მანჩესტერიდან ალიკანტესკენ მიმავალი რეისი მხოლოდ იმის გამო იგვიანებდა რომ პილოტი სამსახურში არ გამოცხადდა. ტურისტებს, რომლებიც ჩასასხდომად უკვე მზად იყვნენ გამოუცხადეს, რომ ფრენა გაურკვეველი დროით გადაიდო.

ერთ-ერთმა მგზავრმა მაიკლ ბრედლიმ  მოცდა არ ისურვა და ავიაკომპანიას თავისი თავი შესთავაზა. მამაკაცი ესპანეთში შვებულების გასატარებლად მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად მიდიოდა, ამიტომ აეროპორტში ჯდომა კარგი გადაწყვეტილება ნამდვილად არ სურდა.

მაიკლს თან პილოტის მოწმობაც ქონდა და სწორედ ამიტომ გადამზიდს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაიკლი შტურვალთან მიუშვა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ბორტმა ალიკანტემდე მშვიდად და უსაფრთხოდ ჩააღწია.

ავიაკომპანიამ ბრედლის ოფიციალური მადლობა გადაუხადა, რადგან მისი დახმარებით რეისი დროულად შესრულდა. Easyjet-ში ისიც აღნიშნეს, რომ მამაკაცს თვითმფრინავის მართვა მხოლოდ კარგად შემოწმების შემდეგ ანდეს და არც ერთი წესი არ დაურღვევიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g