LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პილოტმა სამგზავრო ლაინერი ძლიერ შტორმში უსაფრთხოდ დასვა

40

მოხერხებულმა პილოტმა სამგზავრო ლაინერი ძლიერ შტორმში უსაფრთხოდ დასვა. ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბრისტოლის აეროპორტშია გადაღებული და მასზე ავიაკომპანია TUI-ს თვითმფრინავია გამოსახული. კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენად ძლიერია ქარი და რამდენად რთულად უახლოვდება ხომალდი საფრენ ბილიკს. ბრისტოლში ქარის სიჩქარე 17 მეტრ/წამს აღწევდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საბედნიეროდ, შტორმთან შერკინება მსხვერპლის გარეშე დასრულდა და პილოტმა თავისი საქმე იდეალურად შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ძლიერი ქარი არც თუ ისე იშვიათადაა, ამიტომ მასთან გამკლავება ავიალაინერებს ხშირად უწევთ ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები