ჟენევის ავტოსალონზე ჰიპერქარ Battista-ს საჯარო დებიუტი შედგა. ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილი იტალიურმა ატელიე Automobili Pininfarina-მ დაამზადა და ის ოთხი ელექტროძრავითაა უზრუნველყოფილი.
როგორც Pininfarina-ში აცხადებენ, აგრეგატი სრულიად ინოვაციური ელექტრონული ტექნოლოგიებით შეიქმნა და ძრავის მაქსიმალურად გაძლიერებაც ამის დამსახურებაა.
„ბატისტას“ 1900 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და 0-დან 100 კმ-ს სუპერქარი 2 წამში ავითარებს. 300 კმ-ს ასაკრეფად კი მას 12 წამი სჭირდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ-სთ-ს აჭარბებს და მაღალი სიჩქარის დროს დატვირთვა ყველა საბურავზე ერთნაირადა გადანაწილებული.
ჰიპერქარის ელემენტს სრული დამუხტვის შემდეგ 450 კმ-ს გავლა შეუძლია, მაღალსიჩქარიან დასამუხტ სადგურზე კი 80%-მდე შევსებას მხოლოდ 40 წუთი სჭირდება.