LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Pininfarina–ს 1900 ძალის ჰიპერქარი, რომლის ყიდვაც შესაძლებელია

34
autonews811

კომპანია Automobili Pininfarina პირველი სერიული ელექტროჰიპერქარის Battista–ს საჩვენებლად ემზადება. კუპეს საავტომობილო ფესტივალზე, აგვისტოს მეორე ნახევარში აჩვენებენ. კომპანიამ საზოგადოების ინტერესის გასაღვივებლად 3 თიზერი გაავრცელა და ავტომობილი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

სალონის ფოტოებს Pininfarina ჯერ–ჯერობით არ ავრცელებს, თუმცა ცნობილია რომ ინტერიერი ძალიან შავია და ეკო–ტყავისგანაა დამზადებული.

უძლიერესი იტალიური ავტომობილი, რომელიც პირველად 2019 წელს წარადგინეს, 4 ძრავიანი აგრეგატითაა აღჭურვილი და 1900 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. Battista–ს პირველი 100 კმ–ს სიჩქარის ასაკრეფად 2 წამზე ნაკლები დრო სჭირდება, 300 კმ/სთ–ს კი 12 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ–მდეა შეზღუდული. ელემენტს ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ჰიპერქარის ტირაჟი 150 ეგზემპლარია, ფასი კი 2,2 მილიონი დოლარიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g