Associated Press-ის ინფორმაციით, პინკი, რომელიც მსოფლიო ტურნეს Beautiful Trauma ფარგლებში კონცერტებს მართავდა ავტრალიაში, უკვე მეორედ გადადო გამოსვლა.
პირველად პინკი 3 აგვისტოს მოხვდა კლინიკაში, როცა შეუძლოდ იგრძნო თავი, თუმცა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ სწრაფად დაუბრუნდა სამუშაოს, გუშინ კი, ისევ საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც ჯერ გაუწყლოების დიაგნოზი დაუსვეს, მერე კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექცია აღმოაჩნდა.
მუსიკოსის აგენტის განცხადებით, ამჯერად პაციენტი მხოლოდ მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ დატოვებს კლინიკას, გადადებული კონცერტები კი, მართალია მოგვიანებით, მაგრამ აუცილებლად გაიმართება.