თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მომღერალ პინკის საკონცერტო გუნდი იმყოფებოდა დანიის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. როგორც cbsnews წერს, თვითმფრინავს ასაფრენ ბილიკზე ცეცხლიც კი მოედო.
ბორტზე პოპვარსკვლავის კოლეგები, შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი იმყოფებოდა. პინკის პროდიუსერების განცხადებით, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, შესაბამისად, დაგეგმილი კონცერტი დათქმულ დროს ჩატარდება.
პინკი კონცერტს ქალაქ ჰორსენში ორშაბათს გამართავს.