7 ივნისს, ნიუ-იორკში, Radio City Music Hall-ში, 79-ე Tony Awards გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიას, პინკი გაუძღვა.
არტისტმა ბროდვეის წლევანდელ თეატრალურ დაჯილდოებაზე, რომლის წამყვანის ამპლუა პირველად მოირგო, შთამბეჭდავი მუსიკალური ნომერი გამართა.
თავდაპირველად ის სცენაზე პიტერ პენის ფორმაში გამოწყობილი სიმღერით – I’m Flying ჭერიდან დაეშვა. შემდეგ მან იმიჯი შეიცვალა და მისი ჰიტის – Lady Marmalade ბროდვეისეული ვერსიაც შეასრულა.
წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ნილ პატრიკ ჰარისი, Megan Thee Stallion და ლეა მიშელი.
ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო 1975 წლის საკულტო მიუზიკლ, „ჩიკაგოს“ პატივსაცემად გამართული საიუბილეო პერფორმანსი, სადაც პინკმა All That Jazz იმღერა.
მომღერლისთვის ეს საღამო განსაკუთრებული იყო, რადგან ის წითელ ხალიჩაზე ოჯახთან ერთად გამოჩნდა. ამ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით იმყოფებოდნენ: დედა, ჯუდიტ მური, მეუღლე, კერი ჰარტი და შვილები – უილოუ და ჯეიმსონი.
პინკს წითელ ხალიჩაზე ბრჭყვიალა შავი კაბა ეცვა, რომელიც ბუმბულებით იყო გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ „ტონი“ ყველაზე პრესტიჟული ამერიკული პრემიაა თეატრისა და მიუზიკლის სფეროში. იგი ითვლება თეატრალურ სამყაროში ისეთივე მნიშვნელობის ჯილდოდ, როგორიც არის „ოსკარი“ კინოსთვის, „გრემი“ მუსიკისთვის და „ემი“ ტელევიზიისთვის.