პიპა მიდლტონმა, ქეით მიდლტონისა და მაილზ ფროსტის ფონდისთვის თანხებს შეგროვების მიზნით, BGC Charity Day-ისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა. 33 წლის ლამაზმანი სავალუტო ბირჟაზე იმყოფებოდა და პროფესიონალი ბროკერების დახმარებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოლაპარაკებები აწარმოა. ნაცრისფერ კომბინეზონსა და მაღალქუსლიან ფეხსაქცმელში გამოწყობილი პიპა, რომელიც ბრიტანელი მილიონერის, ჯეიმს მეთიუზის საცოლეა, არაფრით ჩამორჩებოდა თავის პოპულარულ დას.
ამავე აქციაში წელს ჩაერთნენ ტომ ჰარდი, პამელა ანდერსონი და პრინცესა ბეატრისი. გასულ წელს ანალოგიური აქციით 12 მილიონი დოლარი შეგროვდა.