LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირად ჩხრეკებზე: თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ…“ – რას ურჩევენ უფლებადამცველები მოქალაქეებს ჩხრეკის შემთხვევაში

265
საბა ბრაჭველი

დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისებში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. არიან დაკავებულებიც.

საკითხს ადამიანის უფლებათა დამცველები ეხმაურებიან. „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში მოქალაქეებს ურჩევს, როგორ მოიქცნენ ჩხრეკის შემთხვევაში:

„პირად ჩხრეკებზე:
თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა
ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)
პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ ‘გაზის ინსპექტორს’, რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.
ციფრული ჰიგიენა:
წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
მობილურიდან ყველა მონაცემის წასაშლელად – factory reset
სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.
და რაც მთავარია – იყავით მხნედ – პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსვით გრძნობენ“ – წერს ბრაჭველი.

„საბუთი მოიტანე, სად არის საბუთი? რატომ ხართ შეპარული ოფისში?“ – ლევან ხაბეიშვილი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან მისულ პოლიციელებს

ვიდეო: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა – „ამ ქვეყანაში ეს გამორიცხული არ არის, ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ“

პირად ჩხრეკებზე: 🛑თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563 🛑სანამ…

Posted by Saba Brachveli on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g