ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო.
მერიკომ კითხვაზე: „პირად ცხოვრებაზე უარი შვილის გამო თქვით?“- დადებითად უპასუხა.
მას შემდეგ, რაც დეტექტორმა დაადასტურა, რომ სიმართლე თქვა, ტელეწამყვანმა განმარტა პასუხი:
„სანდრო 27 წლისაა. მე და ჩემ შვილს ძალიან დიდი მეგობრობა გვაკავშირებს. ისე გაიზარდა, მისთვის არც მიჩხუბია. ბევრი რამ გვაქვს საერთო. პროფესიით ვიდეოგრაფერია, ტელევიზიაში მუშაობს და ამ კუთხითაც კარგად გვესმის ერთმანეთის. მსოფლიოს მასშტაბით ბევრი გვიმოგზაურია. მოგონებებს ერთად ვაგროვებთ. არც მიფიქრია იმაზე, რომ მე და სანდრო ცალ – ცალკე ვიცხოვრებთ.
ჩემ ცხოვრებაში თუ იქნებოდა რაიმე სერიოზული, მჯერა, გვერდით დამიდგებოდა“. – აღნიშნა მერიკო კარტოზიამ.