LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე” – ირაკლი კობახიძე ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე

კობახიძე

მე, პირადად ჩავყვები ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი, პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არის ამორალური,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

“პირადი კომუნიკაცია მქონდა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ, თუ რასთან გვაქვს რეალურად შეხება. უნდა გაირკვეს, არიან თუ არა სხვა მოწმეები და ვინ არიან ისინი, ჩაეძიონ და დადგინდნეს ზედმიწევნით ზუსტად ის, თუ რასთან გაქვს საქმე. მითუმეტეს, საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე ბოლომდე მე პირადად ჩავყვები ამ საქმეს იმისთვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი,” – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ფაქტთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი უფრთხილდებიან გუნდს და მოქმედებენ გუნდის ინტერესების შესაბამისად.

„მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა მან ამ განცხადებაში, მაგრამ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად,” – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g