პირბადეებზე მოთხოვნა დაახლოებით 90%-ით შემცირებულია, – ამის შესახებ სახარჯი მასალების იმპორტიორი კომპანია „მედჰაბის“ ხელმძღვანელი აცხადებს.
ოთარ კლდიაშვილს jandacva.ge ესაუბრა. როგორც „მედჰაბის“ ხელმძღვანელი ამბობს, პირბადეები ჩინეთიდან შემოდის და მისი რეალიზაცია კომპანიის შემოსავლის, დაახლოებით, 5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება სადეზინფექციო სითხეებს, ამ კუთხით ინტერესი უფრო კორპორაციული სეგმენტიდანაა, საცალო სეგმენტისთვის კი ეს პროდუქტი მოთხოვნადი აღარ არის.