20 ლარით დაჯარიმდებიან მოქალაქეები, რომლებიც დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტიში, მანქანაში და სამარშუტო ტაქსში პირბადის გარეშე იმგზავრებენ. ცვლილებებს იურდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა კვირის ბოლოდან ამოქმედდება.ჯარიმა იურიდიული პირებისათვის 500 ლარით, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 20 ლარით განისაზღვრა.
მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. “ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ჯარიმის გადახდას მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი მოქალაქეები ვერ შეძლებენ.
“პირბადე, აი ეს ღირს ლარნახევარი. ერთი პირბადე ღირს ერთი პურის ფასი, თანაც ეს არის ერთჯერადი მოხმარების. მრავალჯერადი მოხმარების პირბადე ღირს, ალბათ, ათი პურის ფასი. ამიტომ, როდესაც ახდენენ სუბსიდირებას საკუთარი სამშენებლო კომპანიების და ათეულ მილიონებს იხდიან, კეთილი ინებონ და სანამ დააჯარიმებენ, უზრუნველყონ სოციალურად დაუცველები და შემოსავლების არმქონე ადამიანები პირბადეებით, – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე.