LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა.. თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი – „იმედის“ ოპერატორი

493
ნიკოლოზს

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნატალი ჩახუტაშვილს „იმედის“ ოპერატორმა პირდაპირ ეთერში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა ორივე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა. 

„ძალიან ვწუხვარ „ვივამდთან“ მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია.

ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია ვერ მოვზომე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო.

რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ.“ – წერს ნიკოლოზ წეველიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები