LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები არის მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“ – მარიამ ქვრივიშვილი შანხაი-თბილისის ავიარეისზე

123
მარიამ ქვრივიშვილი

თბილისსა და შანხაის შორის ისტორიული, პირდაპირი რეგულარული რეისი ჩინეთის ავიაკომპანიამ China Eastern Airlines 15 ივლისს შეასრულა. ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში – ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ეს დღე მათ შორის ნათლად ასახავს ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშესახებ შედეგს. პირდაპირი ფრენები, გაზრდილი ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ისევე როგორც აქტიური მიმოსვლა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში – ეს არის ნამდვილად მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს ორ ქვეყანას შორის. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები