LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან“ – რას ამბობს თეა გოდოლაძე მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

1889
fot (4)

„ჩემი აქტიურობის გამო ხდება ყველაფერი. პროკურატურამ შემიკერა საქმე,“ – ასე აფასებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე მის შესახებ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, 2 წლის წინანდელი საქმის დღეს წამოწევა, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„ჩემი ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ, პროცესში ჩაერთვებიან.. ფეისბუკზეც ყველაფერს დეტალურად დავწერ, რა მოხდა. რეალურად, საქმე სხვაგვარად არის.

პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე. არადა, ეს სიცრუეა. პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.

ეს არის 2021 წლის ამბავი, მაშინ მე არაფერი მითქვამს, მაგრამ შემდეგ, როცა ჩემი პარტნიორის ძალადობის გამო გამოვიძახე პატრული,  ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ჩემს პარტნიორს ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემს წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას.

ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა. პოლიცია გამოვიძახე ჩემი პარტნიორის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ფიზიკურად იძალადა ჩემზე,“ – ამბობს გოდოლაძე „ფორტუნასთან“.

შეგახსენებთ, დღეს, ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს პროკურატურამ  ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g