„პიროტექნიკის სროლა კი არა, მეორე მხრიდან ტყვიამფრქვევს როცა გესვრიან, ან თვითმფრინავიდან გაყრიან ბომბებს და შენ ტყვედ ჩაიგდე ვინმე, არ გაქვს უფლება, ის სცემო და დაამცირო, ზიანი მიაყენო, ეს არის ომის კანონების რღვევა, რასაც ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ახლა თბილისის ქუჩებში…“ – ასე გამოეხმაურა გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
„2008 წელს რომ რუსი მფრინავი ჩამოვარდა, ვინმემ სცემა? მას უმკურნალეს და უკან ჩააბარეს ხომ? ამიტომაცაა, ჩვენ ანწუხელიძე რომ გვყავს. რუსებს, ან ოსებს ანწუხელიძე არ ჰყავთ. ჩვენებს არავინ არ მოუკლავთ ცემაში დროშაზე დადგომისთვის,“ – იხსენებს გადამდგარი გენერალი და იმაზე წუხს, მოქმედი ოფიცრებიდან არავინ არაფერს რომ არ ამბობს.
„ბათუმელების“ ინტერვიუს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესებასა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ვრცლად გაეცანით აქ.