პირს ბროსნანი და მისი მეუღლე, კელი შეინ სმიტი სულ უფრო ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში. ბედნიერი წყვილი სარდინიის სანაპიროზე ისვენებს და კარგი ამინდით ტკბება.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში ბროსნანი მიუზიკლ “მამა მიას” გაგრძელებაში დაბრუნდება. ცნობილია, რომ ფილმი მუსიკალურად კვლავ ABBA-ს სიმღერებით იქნება გაფორმებული, ხოლო მთავარ როლებს მასში კვლავ მერილ სტრიპი, კოლინ ფერტი და ამანდა სეიფრიდი შეასრულებენ.