LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს ბროსნანს მორიგ ჯეიმს ბონდად ტომ ჰარდის ნახვა სურს

111

მიუხედავად იმისა, რომ დენიელ კრეიგი ბონდიანას ახალ ეპიზოდში მონაწილეობას უკვე დათანხმდა, თაყვანისმცემლები უკვე იმაზე ფიქრობენ თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს მომავალში.

ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია ტომ ჰარდი, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მათ შორის თვით პირს ბროსნანიც.

ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, ყოფილმა ბონდმა სწორედ ამ თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში, აგენტი 007-ის როლზე სწორედ ჰარდის ნახვა სურს.

შეგახსენებთ, რომ თავად ბროსნანი რიგით მეხუთე ბონდი იყო. ცნობილი აგენტის როლი მან ზედიზედ ოთხჯერ შეასრულა: „ოქროს თვალი“ (1995), „ხვალინდელი დღე არასოდეს კვდება“ (1997), „სამყარო არ არის საკმარისი“ (1999), „მოკვდი, მაგრამ არა დღეს“ (2002).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები