LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებზე

69
ფოტო-1

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის 38 281 მოქალაქე შემოვიდა, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია გასული წლის მონაცემებზე.

ინფორმაციას The Guardians-ი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, 2022 წლის პირველ სამ თვეში რუსეთი თითქმის 4 მილიონმა მოქალაქემ დატოვა.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთში 2022 წლის დასაწყისში 44 586 რუსი ჩავიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.

ესტონეთში 125 426 რუსი ჩავიდა, ლატვიაში – 25 568, ლიეტუვაში კი- 48 197.

ტაჯიკეთში 2022 წლის დასაწყისში 40 054 რუსი ჩავიდა, რაც ასევე 5-ჯერ მეტია წინა წლის მონაცემებზე. უზბეკეთში 2022 წლის პირველ 3 თვეში 53 084 რუსი ჩავიდა. 2022 წლის იანვარ-მარტში ყაზახეთში ჩასული რუსების რაოდენობა გაორმაგდა და 204 947-მდე გაიზარდა.

უმნიშვნელოდ გაიზარდა უკრაინაში ჩამსვლელი რუსების რიცხვი – 316 286-დან 328 435-მდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g